ვაგნერის შეიარაღებული ამბოხის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება შეწყდა

27 ივნისი 2023, 14:09 603 ნახვა

რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შეიარაღებული ამბოხის საქმეზე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება დანაშაულებრივი ქმედებების შეწყვეტის საფუძველზე შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამბოხის მონაწილეები არ დაისჯებიან და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება. პარალელურად ვაგნერი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის მძიმე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემას იწყებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმება, ოჯახებში დაბრუნება ან ბელარუსში წასვლა შესთავაზა. ვაგნერის“ დანაყოფები უკვე შევიდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე. 24 ივნისს  მოსკოვისკენ „ვაგნერელების“ შეიარაღებული მსვლელობის შეჩერების შემდეგ  ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია.

დღეს მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე  პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავის დაშვების შესახებ ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა მონიტორინგის ჯგუფმა ბელარუსკი გაიუნმა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობას აკვირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი