ქობულეთში 9 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, სამუშაოები კოსმეტიკურ და ტექნიკურ რემონტს ითვალისწინებს. სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გათვალისწინებულია ფიჭვნარის, ჭახათის ციხისძირის და ქაქუთის საბავშვო ბაღებში, ქალაქის მე- 2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
პროექტისთვის ბიუჯეტიდან 400 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 29-საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.