პრიგოჟინის აჯანყების მიზეზი

25 ივნისი 2023, 18:02 573 ნახვა

რა გახდა პრიგოჟინისთვის ამბოხის მთავარი მიზეზი - ამერიკული გამოცემა წერს, რომ დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის გაღიზიანება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის მინისტრის განკარგულებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მებრძოლ ყველა მოხალისე დანაყოფს სახელმწიფოსთან კონტრაქტი უნდა დაედო.

მიუხედავად იმისა, რომ განკარგულებაში არ იყო ნახსენები ვაგნერის ჯგუფი, ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ მას მიემართებოდა.  აშშ-ის მთავრობის წევრების აზრით, რუსეთის ხელისუფლების მიზანი პრიგოჟინის დაქირავებული ჯარების ხელში ჩაგდება იყო, ვინაიდან სწორედ ვაგნერის მებრძოლები იყვნენ მნიშვნელოვანი ძალა უკრაინაში რუსეთის ომის კამპანიისთვის და რუსეთს ზოგი მნიშვნელოვანი ტაქტიკური გამარჯვება მოუტანეს.

აშშ-ის დაზვერვას ასევე მიაჩნია, რომ პუტინი ინფორმირებული იყო, რომ პრიგოჟინი მის წინააღმდეგ რაღაცას გეგმავდა. თუმცა, უცნობია, რატომ არ იმოქმედა პუტინმა პრიგოჟინის შესაჩერებლად. რამდენიმე ამერიკული გამოცემის ინფორმაციითვე, აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა ივნისის შუა რიცხვებში იცოდნენ, რომ ვაგნერის დამფუძნებელი რუსეთის თავდაცვის წინააღმდეგ შეიარაღებულ მოქმედებებს გეგმავდა.

Washington Post-ის ცნობით, პრიგოჟინის გეგმების შესახებ ინფორმირებული იყო თეთრი სახლი და სხვა უწყებებიც, მათ შორის პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი