პრიგოჟინის აჯანყება და მისის შედეგი

25 ივნისი 2023, 14:10 522 ნახვა

პრიგოჟინის ამბოხებას და სამხედრო გადატრიალების მცდელობას მოჰყვა ექსპერტების შეფასებები. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პრიგოჟინმა აჯანყება ბოლომდე არ მიიყვანა, მან მაინც აჩვენა კრემლის არასტაბილური სიტუაცია.

ექსპერტების აზრით, შეთანხმება, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობით მიაღწიეს, მოკლევადიანი გამოსავალია. თუმცა აღნიშნეს, რომ წარუმატებელი აჯანყება არსებითად დააზარალებს უკრაინაში რუსეთის ომის ძალისხმევას.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა და მათთან ერთად რუსეთში არსებული ვითარება განიხილა.

რუსეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს ემანუელ მაკრონმა და ანჯეი დუდამ, მათ შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დასრულდა. ვითარებას გამოეხმაურნენ უკრაინაშიც, პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ პრიგოჟინმა ამ ქმედებით პუტინი დაამცირა და აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს.

უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა ვითარებაზე თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში და ზელენსკიმ განვითარებულ მოვლენებს სრული ქაოსი უწოდა. აღნიშნა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი