პრიგოჟინის გაკვეთილი პუტინს

25 ივნისი 2023, 12:09 566 ნახვა

რა მოვლენებს ადევნებდა თვალს მთელი მსოფლიო რუსეთში, რა მოხდა რეალურად და რატომ დაიხია უკან თითქმის მოსკოვში შესულმა პროგოჟინის დაჯგუფებამ - ამ დრომდე ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება. 

ექსპერტები საუბრობდნენ იმ ვერსიებზე, რომ პრიგოჟინს ხელისუფლებაში მოსვლა სურს და მისი ქმედებები ამის დასტურია, თუმცა რა გარანტიები მიიღო რუსეთის პრეზიდენტისგან და რატომ შეცვალა დღის ბოლოს მიზანთან ასე ახლოს მყოფმა გადაწყვეტილება - ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. ცხადია, ერთი პრიგოჟინის აჯანყებამ მითი რუსეთის უძლეველობაზე დაანგრია.

რა ხდება დღეს რუსეთში და რა საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა პრიგოჟინის აჯანყების დასასრულს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში