პრიგოჟინის აჯანყება

24 ივნისი 2023, 18:09 491 ნახვა

ვაგნერის დაჯგუფებას მოსკოვამდე 300-კმ აშორებს, სამხედროები ამ ეტაპისთვის ტულის რეგიონში იმყოფებიან. ვაგნერთან დაკავშირებული მედია სააგენტოები წერენ რომ, დაჯგუფებამ ვორონიჟის რეგიონში ბირთვული იარაღის საწყობებთან მიაღწია და მათი მიზანი აღნიშნული ობიექტის დაკავებაა. 

გავრცელდა ფოტოები, სადაც როსტოვში მაღაზიები დაცარიელებულია, ასევე გავრცელებული ვიდეო კადრების მიხედვით როსტოვში კადიროველებს ელოდებიან. უკვე ამოიყიდა ბილეთები თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით. 

ასევე ცნობილი ხდება რუსეთის სამთავრობო ძალების და „ვაგნერის“ პირველი დანაკარგების შესახებ. ასინთ პროექტ ორექის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევგენი პრიგოჟინის მებრძოლებთან შეტაკებებში, რუსეთის სამხედროებმა თვითმფრინავი ილ-22, რადიო ელექტრონული ბრძოლის 2 ვერტმფრენი, ერთი ვერტმფრენი მი-35, საბრძოლო მანქანა "ტიგრი" და სამხედრო კამაზი დაკარგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაცია განადგურებულია, ხოლო მანქანები „ვაგნერის“ განკარგულებაშია. „ვაგნერმა“ კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი „უაზის“ ტიპის მანქანა დაკარგა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში