ეგვიპტე აფრიკის სამშვიდობო ძალისხმევას მიესალმება

19 ივნისი 2023, 10:18 562 ნახვა

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკელი ლიდერების სამშვიდობო ძალისხმებას გამოეხმაურა.  მინისტრის თქმით,  აფრიკის ლიდერების სამშვიდობო დელეგაცია იმყოფებოდა უკრაინაში, რათა რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტში ხელი შეუწყოს მხარეების დიპლომატიური დიალოგისკენ დაბრუნებას.

შუკრის განცხადებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ სურსათისა და ენერგომატარებლებზე მსოფლიო  ფასების დესტაბილიზება გამოიწვია.

კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელთან საუბრისას შუკრიმ აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტს აფრიკის კონტინენტისთვის ინფლაციის, სასურსათო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით უარყოფითი შედეგები აქვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი