პუტინის ომი უკრაინაში

18 ივნისი 2023, 14:15 653 ნახვა

ზღვა ნაგავსაყრელად და ცხოველთა სასაფლაოდ იქცა - ამის შესახებ ოდესის ოლქის მესაზღვრეები აცხადებენ. უკრაინის ზღვაში ცურვა აიკრძალა. ქალაქის საკრებულოს განცხადებით, დაბინძურებული წყალი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. პარალელურად გრძელდება ოკუპანტის იერიში უკრაინის ქალაქებზე. დაიბომბა კუპიანსკი, გასულ დღეს იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის 20 დასახლებაზე, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საბრძოლო შეტაკებების შესახებ ავრცელებს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც გასულ დღეს მტერმა 4 სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, უკრაინული ჯარების კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე 4 სექტორში გრძელდება.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის დამცველები ბახმუტთან, დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით აწარმოებენ ძირითად ოპერაციებს. რამდენიმე მიმართულებით კი 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ.

ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშის მიხედვით კი, რუსული ძალები ხშირად ეფექტიან თავდაცვით ოპერაციებს ატარებენ, თუმცა მარტში ბახმუტის ბრძოლის შემდეგ რუსეთს ყველაზე დიდი დანაკარგები აქვს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი