რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიღწეულია, ეს ეხება უკრაინის დემილიტარიზაციის პროცესს, რადგან კიევი სულ უფრო ნაკლებ იარაღს იყენებს.
პესკოვის თქმით, მაშინ როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს უკრაინა მძიმედ იყო მილიტარიზებული. ახლა კონფლიქტში ნატო-ს წევრი ქვეყნები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, სულ უფრო მეტად ერთვებიან კონფლიქტში და ხდებიან ამ კონფლიქტის მხარე.
პუტინის პრესსპიკერის განცხადებით, კონფლიქტში ჩარევა იწვევს მის დროში გაჭიანურებას, შესაბამისად ევროპაში ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი ხდება, რაც რუსეთს ავალდებულებს მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები.