ვლადიმერ პუტინის განცხადება

18 ივნისი 2023, 14:30 583 ნახვა

ჩვენ უკრაინასთან დიალოგისთვის ღია ვართ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა აფრიკის დელეგაციასთან საუბრისას განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, მოსკოვს კიევისგან განსხვავებით მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს. დაამატა, რომ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც კონფლიქტის ზონებიდან გამოიყვანეს, არავინ უშლის სახლში დაბრუნებას.

პუტინმა აფრიკელ ლიდერებს წარუდგინა უკრაინის შესახებ სტამბულის ხელშეკრულება, რომელიც გასულ ზაფხულში დაიდო.

პრეზიდენტის თქმით ეს „უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ“ ხელშეკრულებაა, რომლის ხელმოწერაც კიევის ხელისუფლებამ ჩაშალა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში