ომი უკრაინაში

17 ივნისი 2023, 11:10 552 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. გასულ დღეს დაიბომბა ხარკოვის ოლქი, დაზიანდა კერძო სახლები. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ოლქში განაღმვითი სამუშაოები გრძელდება და ბოლო 24 საათში 128 ასაფეთქებელი ობიექტი გაანეიტრალეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა გასული დღის განმავლობაში 33 საჰაერო და 59 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

უწყების ცნობით რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა  ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით არის კონცენტრირებული.

კიევის რეგიონზე კი ოკუპანტის მორიგი სარაკეტო თავდასხმის დროს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 12-ვე გაშვებული რაკეტა გაანადგურეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი