ქობულეთის საკრებულოს სხდომა

14 ივნისი 2023, 14:18 793 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე 5 საკითხი განიხილეს. რეგლამენტის მიხედვით ძირითადი საკითხები შეეხებოდა აღმაშენებლისა  და აბაშიძის ქუჩებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებას.

ასევე საუბარი შეეხო, მუნიციპალური ავტოპარკის საკითხს, რომელიც ოპოზიციის თქმით, სათანადოდ ვერ ემსახურება მგზავრებს არასაკმარისი ავტობუსების გამო. დისკუსია ასევე გამოიწვია სოფლის წყალთან დაკავშირებით არსებულმა პრობლემებმა. ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარეს მატყუარა უწოდა, რადგანაც მათი თქმით, მოსახლეობას დანაპირებს არ უსრულებენ. 

სხდომის დაწყებამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ საკრებულოს თავმჯდომარესთან. ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქობულეთის მერიის და საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტომობილებით  ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატები პირადი საჭიროებებისთვის გადაადგილდებიან სამუშაო და არასამუშაო დღეებში.

დავით მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ ავტომობილები ყველაზე დიდ  ფრაქციას გადაეცა, რაც შეეხება პირადი საჭიროებისთვის მათ გამოყენებას, ირწმუნება, რომ მსგავსი ფაქტი არ არსებობს. მან ასევე თქვა, რომ სამომავლოდ ყველა ფრაქციის წევრისთვის გამოიყოფა ავტომობილები. დავით მჭედლიშვილმა ლაშა კომახიძეს სამედიცინო სერვისის გამოყენება ურჩია.  

საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ყველა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება, გეგმის მიხედვით სრულდება და ნაწილი უკვე მოგვარებულია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი