დონალდ ტრამპს რამდენიმე საათში ფედერალურ სასამართლოში ელოდებიან 

13 ივნისი 2023, 14:18 543 ნახვა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსადგენად მაიამიში ჩავიდა. ის სასამართლოს წინაშე სამშაბათს ადგილობრივი დროით 15 საათზე უნდა წარსდგეს. მას საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

ერთი წლის წინ ტრამპის სახლიდან, პოლიციამ დაახლოებით 13 ათასი დოკუმენტი ამოიღო, მათგან 100 საიდუმლო იყო.ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, ხოლო სამართლებრივ დევნას პოლიტიკურს უწოდებს.

ტრამპი მაიამიში საკუთარ გოლფის კლუბს ეწვია, სადაც მას მხარდამჭერები დახვდნენ. მაიამის პოლიციის უფროსის თქმით, ფედერალური სასამართლოს შენობასთან ტრამპის მხარდამჭერ დემონსტრაციებს ელოდებიან და ამიტომ გაძლიერებულია უსაფრთხოების წესები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი