ენმ-ის ბრალდება ქობულეთის მერიას

11 ივნისი 2023, 20:01 816 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა ლაშა კომახიძემ დღეს ბრიფინგი ჩაატარა, სადაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის წყლის პრობლემაზე ისაუბრა.

ლაშა კომახიძის განცხადებით 2013 წლიდან დღემდე წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ჯამში 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, თუმცა აბონენტთა უმრავლესობა უწყვეტი წყლით მაინც ვერ სარგებლობს.

მისივე თქმით, პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მუნიციპალიტეტის სოფლებში მწვავდება, მაგრამ ეს პრობლემები დღემდე მოუგვარებელია და ასევე საყურადღებოა, რომ მრავალწლიან ტენდერებში, ერთი და იგივე კომპანიების გამარჯვება, რაც აჩენს ეჭვს, რომ ტენდერები ცხადდება დაინტერესებულ პირებზე წინასწარ მორგებული პირობებით. ისინი ხელისუფლებას პრობლემის დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

მერიაში განცხადებას ტყუილს უწოდებენ, ამბობენ რომ ქალაქს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. 

რაც შეეხება სოფლებს, აქ წყლის დებეტის ნაკლებობაა, რის გამოც მერია დამატებით ჭაბურღილების მოწყობაზე მუშაობს, ასევე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აჭარის წყლის ალიანსი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი