პუტინის ომი უკრაინაში

11 ივნისი 2023, 15:01 654 ნახვა

დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე უკრაინული არმიის მიერ დეოკუპირებულია. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ტელეგრამ არხზე ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს. წერს, რომ "ჯარისკაცებმა ოპერაციის დროს  მოახერხეს რუსი სამხედროების დატყვევება. თუმცა  გენერალურ შტაბს ოფიციალური ინფორმაციას ამის შესახებ ჯერ არ გაუვრცელებია. რაც შეეხება გასულ დღე -ღამეს განვითარებულ მოვლენებს. ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე შეტევას. 

გენშტაბის ცნობით მტერმა გამოიყენა ირანული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, მათგან 20-ის განადგურება შეძლეს უკრაინის დამცველებმა. 

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ  სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყნის მასშტაბით, დნეპროპეტროვსკის ოლქში სარკინიგზო ლიანდაგის მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა.  ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით მსოფლიო დონეზე გულგრილობაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო მონაცემებით ხერსონისა და მიკოლაევის რეგიონებიდან 3 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული და პროცესი ისევ გრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი