ვატიკანის კარდინალი სამშვიდობო მისიით უკრაინაში გაემგზავრა

05 ივნისი 2023, 14:10 589 ნახვა

იტალიელი კარდინალი მატეო ზუპი  რომის პაპის ფრანცისკეს დავალებით  სამშვიდობო მისიით დღეს   უკრაინაში ჩავა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ  ვატიკანი  კონფლიქტის მხარეებთან  შუამავლობას ცდილობდა, მაგრამ დღემდე ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ზუპი რომში დაფუძნებული მშვიდობისა და სამართლიანობის ჯგუფის წევრი იყო, რომლის შუამავლობით 1992 წელს მოზამბიკში დასრულდა სამოქალაქო ომი,  რომელმაც მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა და ოთხ მილიონამდე ლტოლვილად აქცია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი