რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

03 ივნისი 2023, 17:10 712 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ინაუგურაციაზე პარლამენტის წინაშე საპრეზიდენტო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღო. ფიცის დადების შემდეგ ერდოღანის პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადის ათვლა დაიწყო.

''თურქეთის პრეზიდენტის რანგში დიადი თურქი ხალხის და ისტორიის წინაშე პატივითა და ღირსებით ვფიცავ, დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას, ჩვენი სამშობლოსა და ერის განუყოფელ მთლიანობას, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს უპირობო სუვერენიტეტს. დავიცავ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, ათათურქისეულ პრინციპებსა და რეფორმებს. ელიტური რესპუბლიკის პრინციპებს. დავიცავ ჩვენი ქვეყნის აწმყოს, პატივს ვცემ თურქეთის რესპუბლიკას, მის კეთილდღეობას და ჩემს ვალდებულებას შევასრულებ მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით. ჩვენი დიდებული თურქი ერისთვის ვიმუშავებ ღირსებითა და მთელი ჩემი ძალით'' - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცის დადების დროს.

20 წლიანი მმართველობის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის სათავეში კიდევ 5 წელი დარჩება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი