რუსეთის ბელგროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქალაქში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა

01 ივნისი 2023, 19:28 621 ნახვა

ბელგოროდში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ბელგროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანამ ერთი მამაკაცის ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორეს კი მცირე სისხლჩაქცევები ჰქონდა, მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა.

აფეთქება ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მოხდა. ამჟამად გზაზე მოძრაობა გადაკეტილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი