კიევი ბოლო დღე-ღამეში სამჯერ დაიბომბა

30 მაისი 2023, 10:30 608 ნახვა

კიევზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი  და დაშავდა ოთხი ადამიანი.  ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა კიევს სამჯერ შეუტიეს. აფეთქებებისა და სროლების ხმა ისმოდა მთელ ქალაქში.

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმების სერია მაისში ფრთოსანი რაკეტებისა და ირანული შაჰიდის დრონების გამოყენებით დაიწყო.

თავდასხმები  ძირითადად ღამით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური სტრესის მიყენების მიზნით ხორციელდება - აცხადებენ ქალაქის ოფიციალური პირები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში