გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ესპანიოლის“ წინააღმდეგ ქულა მოიპოვა

29 მაისი 2023, 19:56 621 ნახვა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ესპანიოლს“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა. „ვალენსია“ 38-ე წუთზე დიეგო ლოპესის გოლით დაწინაურდა, ორ წუთში სეზარ მონტესმა ანგარიში გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში მალევე 50-ე წუთზე დანიელმა თავდამსხმელმა, მარტინ ბრაითვაითმა ესპანიოლი წინ გაიყვანა. 93-ე წუთზე სამუელ ლინომ ანგარიში გაათანაბრა და „ვალენსიამ“ უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა. მამარდაშვილს ამ შეხვედრაში 3 სეივი დაუგროვდა. ამ შედეგით „ესპანიოლი“ ლა ლიგა 2-ში დაქვეითდა. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ვალენსია“ 41 ქულით მე-15 პოზიციაზეა. მამარდაშვილის გუნდი 38-ე ტურში სტუმრად „ბეტისს“ შეხვდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში