რუსული ჯარები ბახმუტთან უკრაინული ძალების პოზიციების დაბომბვას აგრძელებენ, თუმცა, გასული დღის განმავლობაში, იქ მხოლოდ ერთი სამხედრო შეტაკება მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერუი ავრცელებს.
ჩერვატი ამბობს, რომ უკრაინის საპასუხო დარტყმების შედეგად, ადგილზე 80 ოკუპანტი მოკლეს, 99 კი დაშავდა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით კი რუსი ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებებით.