თურქეთი შედეგების მოლოდინში

28 მაისი 2023, 18:08 512 ნახვა

თურქეთში საარჩევნო უბნები დაიხურა და რამდენიმე წუთში დაიწყება ხმების დათვლის პროცესი. შედეგების გამოცხადებას პირველ ტურთან შედარებით უფრო სწრაფად ელოდებიან.

85 მილიონიანმა და ნატოს წევრმა ქვეყანამ ისტორიული არჩევნები ჩაატარა. ორი კანდიდატი ქვეყნის ახალ რეალობას შექმნის. მათ საარჩევნო უბნებთან გულშემატკივრები დახვდნენ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა სხვადასხვა ცნობადი სახის მხარდამჭერი განცხადებები, მათთვის სასურველი კანდიდატის მიმართ.

არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში