ვლადიმერ პუტინის განცხადება კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლი გახდა ქართული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის.
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი გაოცებული იყო იმით, რომ რუსეთიდან პირდაპირი ფრენის აღდგენა ბევრს არ მოეწონა.
ოპოზიციურ პარტიებში მმართველ გუნდს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში ადანაშაულებენ, რასაც გამორიცხავს ქვეყნის პრემიერი და მეტიც ამბობს, რომ თუ ვინმეს ჰქონდა რუსეთთან ვაჭრობისა და კონტაქტების სურვილი ეს წინა ხელისუფლებაა.