მიქაუტაძე და დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სიმბოლურში ისევ მოხვდნენ

24 მაისი 2023, 19:52 628 ნახვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთად კიდევ ერთხელ მოხვდნენ. მიქაუტაძე ლიგა 2-ის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეექვსედ მოხვდა, ის და დავითაშვილი ერთად კი რჩეულთა შორის უკვე მეოთხედ დასახელდნენ. ბოლო ტურში მეცი მიქაუტაძის გოლით სტუმრად გენგამთან იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდა. ქართველი ფორვარდი ლიგა 2-ის 35 მატჩში გატანილი 23 გოლით კი ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. ბორდომ საკუთარ მოედანზე ლავალი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ზურიკომ ამ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში, 86-ე წუთამდე ითამაშა და გოლი და საგოლე პასი მიითვალა, კიდევ ერთი გოლი კი მასზე უხეშობისთვის დანიშნულ საჯარიმოს მოჰყვა. 22 წლის შემტევ ნახევარმცველს ლიგა 2-ის 28 თამაშში 5 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში