ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში გაერთიანების საგარეო პოლიტიკის საკითხზე მსჯელობენ. ორდღიანი მინისტერიალის განმავლობაში დიპლომატები უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის საკითხს განიხილავენ.
შეხვედრას ვიდეო-კონფერენციის ფორმატით დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
ალბანეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინის ლიდერები კი ევროკავშირის მინისტრებთან პირისპირ შეხვედრას გამართავენ.
მედიის ცნობით,ასევე იგეგმება ახალი სანქციების დაწესება ირანის „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ წევრების წინააღმდეგ ანტისახელისუფლებო აქციების ჩახშობის გამო.