იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტს ვოლოდიმირ ზელენსკი შეუერთდება

19 მაისი 2023, 11:10 599 ნახვა

ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში ლიდერებს შორის პირველი დისკუსია გაიმართა. იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით მსოფლიო ახლა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას.

დიდი შვიდეული კი, რომელიც იზიარებს ფუნდამენტურ ღირებულებებს, ეფექტურად უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დგას. სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ევროკავშირის ლიდერებმაც.

მრგვალი მაგიდის ირგვლივ  ევროპული კომისიის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი  შეიკრიბნენ.

ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი 21 მაისამდე გაგრძელდება და კვირას, სამიტის დახურვის დღეს იაპონიაში უკრაინის პრეზიდენტი ჩავა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში