ევროპის საბჭოს სამიტზე უკრაინის საკითხს განიხილავენ

16 მაისი 2023, 10:19 715 ნახვა

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერები დღეს ისლანდიის დედაქალაქში  ორდღიან სამიტზე შეიკრიბებიან. სამიტზე ორგანიზაციის 46 წევრი სახელმწიფოს ლიდერები უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ და მიმდინარე ომის ფონზე წარმოქმნილ საფრთხეებს განიხილავენ.

სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭო, რომელიც „მეორე მსოფლიო ომის“ შემდეგ დაარსდა, მეოთხე სამიტს მართავს. სამიტს გერმანიის კანცლერი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი დაესწრებიან. მონაწილეებს ვიდეობმულის საშუალებით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი. რ

უსეთს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის მეორე დღეს ორგანიზაციის წევრობა შეუჩერდა. 2022 წლის მარტში მოსკოვმა მისი გარიცხვის საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე ორგანიზაცია თავად დატოვა.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი