სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

15 მაისი 2023, 11:30 607 ნახვა

ბათუმში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების აღდგენა ხორციელდება. მერიის ინფორმაციით,  25 მისამართზე უკვე დასრულდა სახურავების შეკეთება.

16 მისამართზე გათვალისწინებულია სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები ამჟამად ორ მისამართზე მიმდინარეობს. სახურავების რეაბილიტაცია აგვისტოში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 556 ათას ლარს აღემატება.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით 98 ოჯახზე გაიცა მატერიალური დახმარება. მიმდინარეობს 60 განცხადების განხილვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი