აშშ მზად არის უკრაინას მოთხოვნის შესაბამისად მეტი იარაღი მიაწოდოს - ენტონი ბლინკენი

12 მაისი 2023, 14:55 675 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა მომავალში უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს, თუ ქვეყნისგან შესაბამის მოთხოვნას მიიღებს.

ენტონი ბლინკენმა PBS-თან ინტერვიუში შტატების მხრიდან ომის დაწყებიდან უკრაინის მიმართ გამოყოფილ დახმარებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქტიურად  მუშაობენ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება.

ცნობისთვის, გასულ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა კონტრშეტევის დასაწყებად დროის საჭიროებასა და დამატებითი ჯავშანტექნიკის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი