ისრაელმა ღაზის სექტორში სამიზნეები დაბომბა

09 მაისი 2023, 10:28 584 ნახვა

ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმების დროს ისლამური ჯიჰადის სამი ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინა.

ისრაელი ადასტურებს, რომ სამშაბათს გამთენიისას დაჯგუფების წინააღმდეგ სპეციალური ოპერაცია განახორციელა. მედიკოსების თქმით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 პალესტინელი, დაშავდა 20. 

გასულ კვირას, ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შედეგად   პალესტინელის გარდაცვალებამ  ისრაელსა და ღაზის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება და ძალადობის ესკალაცია გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი