პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება, ოკუპანტი ისევ ბომბავს მშვიდობიან მოქალაქეებს და მათ საცხოვრებელ სახლებს. ხერსონის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 6 თანამშრომელი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 ფრონტზე 50-მდე რუსული თავდასხმა მოიგერიეს - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილები კვლავაც ბახმუტი, ლიმანი, ავდიევკა და მარინკაა.