თავდაცვის ძალების საერთო საჯარისო ცენტრს სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ კრწანისში. მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჯარისო ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრის სტრუქტურის, ამოცანებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ვიზიტის ფარგლებში სამხედრო სამედიცინო სკოლის ექიმებმა და პირადმა შემადგენლობამ მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს.
სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს და „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
აღნიშნული ვიზიტი მოსწავლეებისთვის სკოლებში მიმდინარე პროექტის “თავდაცვა და უსაფრთხოების” ფარგლებში ჩატარდა.