ოკუპანტებმა სლავიანსკი და კრამატორსკი დაბომბეს

06 მაისი 2023, 11:10 709 ნახვა

პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება, ოკუპანტი ისევ ბომბავს ტერიტორიებს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სლავიანსკი და კრამატორსკი დაბომბა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად სამრეწველო საწარმოები დაზიანდა. ქალაქ სლავიანსკში „ეს 300“-ის ტიპის ორი რაკეტა კერამიკის ქარხანას დაეცა, კრამატორსკში კი მანქანათმშენებელი ქარხნის ადმინისტრაციული შენობა დაიბომბა.

უკრაინული მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის პრეზიდენტი ისევ მსოფლიოს დახმარების მოლოდინშია.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ჰელსინკისა და ჰააგის შეხვედრების შედეგად, აქვთ მხარდაჭერა და იარაღით მომარაგება, რის გამოც პარტნიორებს ის მადლობას უხდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში