სერბეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა 

05 მაისი 2023, 10:53 983 ნახვა

სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა სერბეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. გავრცელებული ცნობით,  შეიარაღებულმა პირმა მოძრავი მანქანიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა.

„სიენენის“ ინფორმაციით, თავდამსხმელმა ხალხის ჯგუფს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ გასული ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შეიარაღებული თავდასხმაა სერბეთში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი