გვარას და კვირიკეს ბაღების შეჩერებული მშენებლობა - ენმ-ის ბრიფინგი და ქობულეთის მერის პასუხი

04 მაისი 2023, 14:12 840 ნახვა

"დახარჯული თანხები, ამოწურული ვადები და შეჩერებული მშენებლობა" – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის საკრებულოს წევრებმა კვირიკესა და გვარას დაუსრულებელი საბავშვო ბაღების საკითხთან დაკავშირებით გააკეთეს.

ოპოზიციის ინფორმაციით, ორივე ბაღის მშენებლობისთვის, დაახლოებით 2-მილიონ  900 ათას ლარზე მეტი უნდა დახარჯულიყო და მშენებლობა გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტებით კორუფციული ნიშნები იკვეთება.

განულებული უსაქმურები უწოდა ქობულეთის მერმა ნაციონალურ მოძრაობას, ლევან ზოიძემ ოპოზიციას  მოუწოდა დოკუმენტის კითხვა ისწავლონ და მოსახლეობას გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ.

მერის თქმით, ბაღების მშენებლობაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა, მალე ახალი კომპანია განაახლებს ბაღის მშენებლობის პროცესს და იგი ვადებში დასრულდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი