5 მაისს სტამბოლში რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც შავ ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების ვადების გაგრძელებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა.
მხარეები დადებითად უყურებენ ვადის გახანგრძლივებას.დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ზუსტი თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.
რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა ეჭვი თურქეთის შუამავლობით მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე.