ევერესტზე ასვლისას ამერიკელი მთამსვლელი გარდაიცვალა

02 მაისი 2023, 14:20 622 ნახვა

ევერესტის მთაზე ასვლისას ამერიკელი მთამსვლელი გარდაიცვალა. 69 წლის ჯონათან შუგარმენი 6 ათას 400 მეტრის სიმაღლეზე აკლიმატიზაციის ბანაკში იმყოფებოდა.

ახლა ევერესტიდან მისი ცხედრის ჩამოსასვენებლად შვეულმფრენის გაგზავნას ცდილობენ, ოპერაციას თოვლი და ცუდი ამინდი აფერხებს.

შუგარმენის გარდაცვალება წელს ევერესტზე ასვლისას მთასვლელთა დაღუპვის უკვე მეოთხე შემთხვევაა. 

ყოველწლიურად საშუალოდ ხუთი ადამიანი იღუპება  ევერესტზე ასვლის მცდელობისას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში