გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სუდანში მისი მოადგილე მიავლინა

01 მაისი 2023, 14:02 477 ნახვა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა მისი მოადგილე  ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების კოორდინატორი სუდანში გააგზავნა.  ამის შესახებ გრიფიტსი საკუთარ „ტვიტერზე“ წერს.

„სუდანის დედაქალაქ ხარტუმში შეტაკებების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ჰუმანიტარულმა კრიზისმა ზღვარს მიაღწია“ - წერს გრიფიტსი.

ოფიციალური მონაცემებით, ბრძოლის დაწყების შემდეგ სუდანში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 4 ათას  600-მდე კი დაშავდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი