უკრაინელებმა რუსული მხარის მიერ გაშვებული 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს

01 მაისი 2023, 10:01 550 ნახვა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული ძალების მიერ, მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს, გაშვებული 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს, - ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე შეტევა განახორციელეს კასპიის ზღვის და მურმანსკის ოლქის რაიონებიდან, სტრატეგიული ავიაციის 11 თვითმფრინავის, "ტუ-95"-ის გამოყენებით.

რუსეთის თავდასხმის გამო, ადგილობრივი დროით 03:00 საათის შემდეგ საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევსა და სხვადასხვა ოლქში. განგაში დაახლოებით 07:00 საათისთვის შეწყდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ ნიკოპოლზე მძიმე არტილერიით მიიტანეს იერიში. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, ასევე გაზსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი.

შეტევა განხორციელდა სუმის ოლქის 3 დასახლებაზეც.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ქალაქები ბახმუტი და მარინკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში