რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს. ჩერკასის ოლქში, ქალაქ უმანში სარაკეტო იერიშის შედეგად 9 სართულიანი კორპუსი დაზიანდა, დაიღუპა 3 და დაშავდა 8 ადამიანი.
მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას დნეპროპეტროვსკის ოლქშიც, სადაც ოკუპანტის დაბომბვას 3 წლის ბავშვისა და ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაიბომბა ხარკოვის ოლქიც, სადაც დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ოკუპანტის ორი დრონი და რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა, ასევე 2 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი.