სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში ბორტოპერატორის კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. კურსანტებმა თეორიული მომზადება გაიარეს.
პრაქტიკული ნაწილი კი მიწისზედა მომზადებას, პრაქტიკულ საპარაშუტო ხტომებსა და ტვირთისა და პირადი შემადგენლობის დესანტირების კომპონენტებს მოიცავდა.