ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 474 კილოგრამი ასწია და ოქროს მედალი მოიპოვა

24 აპრილი 2023, 20:05 693 ნახვა

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ლეგენდარული  ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. ქართველი ძალოსანი კარიერაში მეშვიდედ გახდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული.

ლაშამ ატაცში 210,217,222 კილოგრამი დააფიქსირა და პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში მან 246 და 252 კილოგრამი დაძლია და აქაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდის ჯამში დაგროვებული 474 კილოგრამით კი  რათქმაუნდა კონკურენტებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მედლები ლაშა ტალახაძის გარდა, ანასტასია გოტფრიდმა, რამინ შამილიშვილმა, შოთა მიშველიძემ, ირაკლი ჩხეიძემ, გიორგი ჩხეიძემ და ზაზა ლომთაძემ მოუტანეს. აქვე გეტყვით რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 13 ძალოსნით იასპარეზა.

ატაცის, აკვრისა და ორჭიდის გათვალისწინებით ქართველ ძალოსანთა  მონაგარმა ჯამში 8 ოქროს, 7 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი შეადგინა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში