საქართველოს 33 მოქალაქე სუდანიდან ევაკუაციის მოლოდინში

22 აპრილი 2023, 20:02 689 ნახვა

სუდანში სროლა და აფეთქებები ამ დრომდე არ წყდება, თუმცა ინტენსივობა იკლებს. იზრდება შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვიც.

ხართუმში ჰუმანიტარული მდგომარეობა მძიმდება. მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა, იწურება საკვების მარაგიც. ევაკუაციას ამ დრომდე ელის საქართველოს 33 მოქალაქე.

ავიაკომპანია "ჯეო სქაის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით ისინი, ოფიციალურ დადასტურებას ელოდებიან, რათა ევაკუაცია დაიწყონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი