სუდანში შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა

21 აპრილი 2023, 19:51 775 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში, არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა. გაერო-ს ბავშვთა ფონდის  ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე ცხრა ბავშვია, დაშავებული ბავშვების რაოდენობა კი 50-ს აჭარბებს. ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია-   სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს.  გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება.   შეგახსნებთ სუდანში იმყოფება საქართველოს 33 მოქალაქე , ისინი ავიაკომპანიების თანამშრომლები არაინ. „მაივეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორის განცახდებით, როგორც კი იქნება უსაფრთხოების გარანტია, თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყება. მისი თქმით, ზავის შესახებ ჯერ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ. საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, იმყოფებიან საცხოვრებელში. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი