„ძველი სახლის ახლით შეცვლის“ პროგრამა 

20 აპრილი 2023, 11:03 921 ნახვა

„ძველი სახლის ახლით შეცვლის“ პროგრამის ფარგლებში ქედაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. წელს მერია ახალ სახლს ოთხ ოჯახს აუშენებს.

პროგრამის მიხედვით, აშენდება ერთსართულიანი ქვის საცხოვრებელი.  

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ორ თვეში უნდა დაასრულოს. ოთხ ოთახიანი, თითო საცხოვრებლის ღირებულება 55 ათას 546 ლარია.

გასულ წელს „ძველი სახლის ახლით შეცვლის პროგრამით“ ოთხი ოჯახი დაკმაყოფილდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი