მანჰეტენზე ოთხსართულიანი ავტოსადგომის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

19 აპრილი 2023, 10:32 649 ნახვა

ნიუ იორკში, მანჰეტენზე ოთხსართულიანი ავტოსადგომის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. მომხდარის გამო მაშველებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა მხოლოდ რობოტული მოწყობილობების გამოყენების შემდეგ შეძლეს. 

შენობაში მყოფი ერთ-ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიების ინფორმაციით, უკვე დასტურდება, რომ ნგრევა შენობის სტრუქტურულმა პრობლემებმა გამოიწვია.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბეტონის ფილებს შორის რამდენიმე მანქანაა მოყოლილი.

სამაშველო ოპერაცია ადგილზე ამ დრომდე გრძელდება, რადგან პოლიციის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საშიშროება ამ დრომდე არის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი