უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა ოთხი სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 57-ჯერ გახსნეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინული ჯარის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით -ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაშავებულები.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც აქტიურად იყენებს ოპერატიულ-ტაქტიკურ ავიაციასაც.ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთებზე გასულ დღე-ღამეში უკრაინელებმა მტრის 70-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.
საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ აბხმუტი და მარიინკა რჩებიან. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 დარტყმა განახორციელეს რუსეთის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე.