ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანია მოკლული. შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცულით შეიარაღებული 25 წლის მამაკაცი ქვეყნის სამხრეთით, სანტა-კატარინას შტატში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღს დაახლოებით დილის 09:00 საათზე დაესხა თავს. დაჭრილია ოთხი ბავშვი. საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, დაშავებულები სამ წლამდე ასაკის არიან.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. სანტა-კატარინას შტატის გუბერნატორმა მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.