გიორგი ქვილითაიას დუბლი კვიპროსში

04 აპრილი 2023, 14:09 494 ნახვა

კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში "აპოელის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა.

"აპოელი" ლარნაკაში აეკ-ს ფრედ 2:2 დაუზავდა, ქვილითაიამ კი 78-ე წუთამდე ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 23 მატჩში 6 გოლია.

"აპოელში" 90-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ლაშა დვალი, ხოლო ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო. "აპოელი" 62 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "არისს" 2 ქულით უსწრებს და 10 აპრილს "აპოლონს" უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი