ავტობუსებში ელექტრონული საბარათე სისტემის დანერგვის მოთხოვნა

03 აპრილი 2023, 14:31 759 ნახვა

მუნიციპალურ ავტობუსებში ელექტრონული საბარათე სისტემის ამოქმედებას ითხოვენ ქობულეთში ადგილობრივები და ტურისტები.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მსგავსი ფორმა გაცილებით კომფორტულია. ამჟამად მგზავრები საფასურს მძღოლთან იხდიან. 

საკითხი გასულ კვირას ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამაც დააყენა. პარტია ''საქართველოსთვის'' წევრები აცხადებენ, რომ ტურისტულ ქალაქში ამ სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია.

ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საკითხზე უკვე ჰქონდათ განხილვები, უახლოეს პერიოდში 4 ახალი ავტობუსის ჩამოყვანა იგეგმება და ამის შემდეგ დამონტაჟდება ტრანსპორტში საბარათე სისტემით გადახდის აპარატები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი